შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან

25 მაი 2026

არჩევნების მნიშვნელობასა და ამ პროცესში ამომრჩევლის როლზე ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც  ცენტრალური საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარესა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის, ახალციხეში შედგა.

ცესკოს ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაციის გავლენაზე.

ასევე ისაუბრა  საზოგადოებისთვის არჩევნების შესახებ სწორი ინფორმაციის მისაწოდებლად გამოყენებულ ინსტრუმენტებსა და აქტივობებზე

ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს  ინფორმაცია მიაწოდა საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების შესახებ და  მათ მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.