25 მაი 2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმში სამზადისი მიმდინარეობს. 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება.
მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისა და მოზარდებისათვის შემეცნებითი და სპორტული აქტივობები ჩატარდება, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
17:10 წუთზე შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რის შემდეგაც დაიწყება საზეიმო კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და სოლისტების მონაწილეობით. ღონისძიებას ფოლკლორული ანსამბლებიც შეუერთდებიან.
დასასრულს მსმენელის წინაშე ბენდი „ურსა“ წარდგება.