25 მაი 2026
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გურიაში, ქალაქ ოზურგეთში გამართავს.
საზეიმო ღონისძიებები ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე 11:00 საათიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
• შემეცნებით-საგანმანათლებლო ვორქშოპები;
• უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოფენები;
• ინოვაციების სივრცე და STEAM აქტივობები;
• სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
• ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;
• საბავშვო-გასართობი პროგრამები;
• ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
• გალა კონცერტი.
სტუმრებს მრავალფეროვან ინტერაქციულ აქტივობებში, მასტერკლასებსა და სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.
ინოვაციების სივრცეში დამთვალიერებლები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, რობოტიკას, კიბერუსაფრთხოების მიმართულებებსა და ხელოვნური ინტელექტის პროექტებს.
პატარებისთვის მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები.
დღის მთავარი ღონისძიება, გალა კონცერტი 17:30 საათიდან დაიწყება.