25 მაი 2026
28 მაისს პარლამენტში განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაცია გაიმართება - ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ინტერპელაციის გამართვა ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა.
მათი კითხვები ეხება განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას.