25 მაი 2026
მესამე დღეა ბათუმის სპორტის სასახლე წარსულში ცნობილი მოკრივის, აჭარის კრივის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ, საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. შეჯიბრება უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის ტარდება და მასში 10 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
საქართველოს მამაკაცთა და ქალთა ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობითაა წარმოდგენილი და ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ჩვენი გუნდის ლიდერებმა ნახევარფინალებში ასპარეზობის უფლება უკვე მოიპოვეს.
ფინალში გადასასვლელი შეხვედრები ხვალ, 26 მაისს ჩატარდება, ფინალური ორთაბრძოლები კი 27 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ წელს ირაკლი აბაშიძის სახელობის ტურნირზე ასპარეზობა 18 მედლით დაასრულა.
ქართველი მოკრივეების ანგარიშზე 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალია.