25 მაი 2026
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში უკრაინის თავდაცვის სამრეწველო ობიექტების წინააღმდეგ სისტემური დარტყმების სერიას აანონსებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმები იყო პასუხი უკრაინის მიერ პარასკევს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე განზრახ განხორციელებულ თავდასხმაზე.
შეიარაღებული ძალები იწყებენ დარტყმების განხორციელებას კიევში მდებარე უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე, მათ შორის კონკრეტულ ადგილებზე, სადაც ხდება იმ უპილოტო საფრენი აპარატების პროექტირება, წარმოება, პროგრამირება და გამოყენებისთვის მომზადება, რომლებსაც კიევის რეჟიმი ნატო-ს სპეციალისტების დახმარებით იყენებს. ეს სპეციალისტები პასუხისმგებელნი არიან კომპონენტების მიწოდებაზე, სადაზვერვო მონაცემების გადაცემასა და სამიზნეების მითითებაზე.
დარტყმები განხორციელდება ასევე გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე და სამეთაურო პუნქტებზე, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.