ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტიაა - მაკა ბოჭორიშვილი

26 მაი 2026

გილოცავთ, ვულოცავ დღევანდელ დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ვუსურვებ ერთიან, თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას, რომლისთვისაც შრომა და ცხოვრება არავის არასდროს არ უნდა დაგვზარდეს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო უწყებისა და ქართველი დიპლომატების მთავარი ვალდებულებაა ქვეყნის ინტერესების დაცვა და საქართველოს ღირსეულად წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე.

„საგარეო უწყება ის უწყებაა, რომლის ვალდებულებაა ქვეყნის ინტერესების დაცვა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რა თქმა უნდა, დიპლომატებს განსაკუთრებით აქვთ ჩვენი სამშობლოს მოვლის და წარმოჩენის ვალდებულება, რასაც ვფიქრობ, კარგად და წარმატებით ახორციელებენ. განსაკუთრებით ფაქიზია ყველა ის ფასეულობა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ და მნიშვნელოვანია მათი სწორად დაცვა. დღეს ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, ეს არის სწორედ ის საქმე, რაც დიდწილად ევალებათ სწორედ ქართველ დიპლომატებს, იზრუნონ და იფიქრონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა დამოუკიდებლობის გარანტი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.