ბათუმის „დინამოს“ წაუგებელი სერია გრძელდება

26 მაი 2026

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-15 ტურის მორიგი სამი მატჩი გაიმართა და სამივე მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. „დინამო ბათუმმა“ „რუსთავთან“ ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

მე-60 წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც გიორგი კოხრეიძის ანგარიშზეა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს რთული პირველი წრე ჰქონდა, მაგრამ მეორე წრეში არ დამარცხებულა - 4 მოგება, 2 ფრე, შესაბამისად, სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. 

„დინამო ბათუმმა“ 21 ქულა დააგროვა, მეხუთე საფეხურზეა და მომდევნო ტურში „იბერიას“ შეხვდება. თბილისის „სპაერმა“ კი ტყიბულის „მეშახტე“ 2:1 დაამარცხა. წყალტუბოს „სამგურალმა“ კი „იბერიას“ 3:2 მოუგო.