სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩი

26 მაი 2026

დღეს ბათუმის საკალათბურთო დარბაზში საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩი გაიმართება. „ბათუმი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლებს.

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება სტუდენტთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე შეხვედრა ზღვისპირელებმა მოიგეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ „ბათუმს“ ჩემპიონობისთვის ორივე საშინაო მატჩის მოგება სჭირდება.

თუ ბათუმური მატჩები ფრედ 1:1 დასრულდა, მაშინ ჩემპიონის ბედს მეხუთე შეხვედრა გადაწყვეტს, რომელიც თბილისში 31 მაისს გაიმართება. 

„ბათუმისა“ და „თსუ“-ს დაპირისპირება ასათიანის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლეში დღეს 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მეოთხე მატჩი კი იგივე დროს, 28 მაისს გაიმართება.