კამპანია „მე მომავალში“

26 მაი 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით უკვე მეორე წელია საჯარო სკოლებში მიმდინარეობს კამპანია „მე მომავალში“. კამპანიის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რომლის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ინიციატივის მხარდამჭერია აჭარის მთავრობა, რომლის ხელშეწყობითაც რეგიონის საჯარო სკოლებში სპორტული ღონისძიებები - შერეული ფრენბურთის ტურნირები ჩატარდა. პროექტში ჩართულ 15 საჯარო სკოლას შორის გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები.

ტურნირის გამარჯვებული ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, ვიცე-ჩემპიონის ტიტული 28-ე სკოლამ მოიპოვა. 26-ე საჯარო სკოლა კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.

დაჯილდოვდნენ ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სპორტსმენები.