„ჯვაროსნებმა“ ამხანაგური მატჩებისთვის შეკრება დაიწყეს

26 მაი 2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადება „მიხეილ მესხი 2“-ზე დაიწყო. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველ ვარჯიშში მხოლოდ 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

„ჯვაროსნები“ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. 2 ივნისს რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს, 5 ივნისს კი ჩვენი მეტოქე ბაჰრეინი იქნება.

ორივე დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.