მუსლიმი მომლოცველები არაფატის მთაზე წმინდა ჰაჯს შეასრულებენ

26 მაი 2026

გამთენიისას მუსლიმი მომლოცველები წმინდა ჰაჯის  ყველაზე მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად  არაფატის მთისკენ გაემართნენ. ამ მთაზე გადმოცემის თანახმად წინასწარმეტყველმა მუჰამედმა 14 საუკუნის წინ ბოლოჯერ იქადაგა.

ჰაჯი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს ყველა შრომისუნარიანმა მუსლიმმა, ვისაც ამის საშუალება აქვს, მსოფლიოში ყველაზე დიდ რელიგიურ შეკრებად ითვლება. მომლოცველები არაფატში მზის ჩასვლამდე დარჩებიან, სანამ მუზდალიფის ვაკეზე გადავლენ, სადაც კენჭებს შეაგროვებენ და ეშმაკისთვის ქვების დაშენის რიტუალს შეასრულებენ.   

რიტუალური ჩაქოლვა აღნიშნავს ყურბან-ბაირამობის, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის პირველ დღეს, რომელსაც მთელი მსოფლიოს მუსლიმები ოთხშაბათს 27 მაისს ზეიმობენ.