ახალი არ არის, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს ერთიანობა აღიზიანებს ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც შინაგან სლოგანად აქვს დაყოფის და გაბატონების სტრატეგია უცხო ძალების დავალებით - მდინარაძე

26 მაი 2026

სამწუხაროა, მაგრამ ახალი არ არის, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს ერთიანობა აღიზიანებს ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც შინაგან სლოგანად აქვთ გადაქცეული დაყოფის და გაბატონების სტრატეგია უცხო ძალების დავალებით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ეკლესია და  ხალხი დგას ერთ მხარეს – სამშობლოსა და სარწმუნოების მხარეს, ეს ერის ერთიანობას უზრუნველყოფს.

„ბევრი გვისაუბრია ჩვენ ამაზე, თუ როგორ არის უზრუნველყოფილი ერის ერთიანობა მაშინ, როდესაც ეკლესია და  ხალხი დგას ერთ მხარეს – სამშობლოს და სარწმუნოების მხარეს. ამ შემთხვევაში, დაყოფა და ბატონობა გარე ძალების მიერ არის ერთი ორად რთული და ეს არის ერთადერთი გასაღები, რის გამოც ასე შეიძლება, ვინმე ლაპარაკობდეს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.