6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბაქოდან თბილისში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვიდა

26 მაი 2026

6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბაქოდან თბილისში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვიდა. აღნიშნულ რეისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის დირექტორი ლაშა აბაშიძე დახვდნენ.

ბაქო-თბილისის პირველი რეისის მგზავრებს შორის იყო აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჯავიდ გურბანოვი. ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისები ყოველდღიურად შესრულდება.

ცნობილია ისიც, რომ მატარებელი საქართველოს ტერიტორიაზე თბილისის გარდა გარდაბანშიც გაჩერდება.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მიაღწიეს.