საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საზეიმო ღონისძიებები მცხეთაში

26 მაი 2026

ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მასპინძლობს, მცხეთა, როგორც ქვეყნის ისტორიული ცენტრი. ჯანდაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, საგამოფენო, შემეცნებითი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი.

მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ჩაერთონ სპეციალურად მათთვის მომზადებულ ინტერაქტიულ პროგრამებში.

მოწყობილია საბავშვო ზონა, სადაც სპეციალურ სივრცეში „პატარა ექიმები“ ბავშვები სამედიცინო ფორმებს ირგებენ, თამაშით ეცნობიან ექიმის პროფესიას და სწავლობენ, როგორ იზრუნონ ჯანმრთელობაზე.

გარდა ამისა,  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სივრცეში მოქალაქეები გულ-ფილტვის რეანიმაციისა და პირველადი დახმარების წესებს ეცნობიან.