26 მაი 2026
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში.
ადგილზე წარმოდგენილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენებით, ადგილობრივების კონცერტითა და თეატრალური წარმოდგენებით, სპორტული აქტივობებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები და მოსასვენებელი სივრცეები.
ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.
ღონისძიება კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ახალქალაქსა და მარნეულშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება.