26 მაი 2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დედაქალაქში სხვადასხვა კულტურული, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები იმართება, რომლებიც ყველა ასაკის სტუმარზეა გათვლილი.
ერთ-ერთი მთავარი სადღესასწაულო სივრცე ორბელიანის მოედანია, აქ მთელი დღის განმავლობაში საბავშვო კონცერტები, შემეცნებითი მასტერკლასები, სპორტული აქტივობები იმართება, მოწყობილია საგამოფენო ზონები.
სადღესასწაულო პროგრამის ნაწილია სახელოვნებო სივრცეებიც, სადაც დამთვალიერებლებს ყვავილების გამოფენა, ფოტოზონები და თემატური კაფეები დახვდათ.