26 მაი 2026
ზუსტად 17სა და 10- წუთზე, როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა.
შემდეგ კი ცენტრალური პარკის ამფითეატრის სცენაზე საზეიმო გალა კონცერტი დაიწყო.
26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება.
ქალაქის ქუჩები საზეიმოდ მოირთო საქართველოს ხუთჯვრიანი დროშებით.
ქობულეთის მერიის და საკრებულოს წევრებმა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიების მთავარი ლოკაცია ქობულეთის ცენტრალურ პარკია, სადაც საბავშვო აქტივობები, ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართება.
თარიღთან დაკავშირებით ქობულეთის მუზეუმში საარქივო დოკუმენტების გამოფენა მოეწყო.