26 მაი 2026
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს ქედაში. მერიისა და საკრებულოს წევრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერ ყადირ შერვაშიძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
მიმდმინარეობს სპორტული აქტივობები, ასევე გაიმართა ქედის ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მსვლელობა. ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში მოეწყო ფლეშმობი ცეკვა ,,ხორუმი“.
დღესვე ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ქედის კულტურის ცენტრთან და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართება.
17სა და 10- წუთზე, ისევე როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა.