საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საზეიმო ღონისძიებები ამბროლაურში

26 მაი 2026

„საქართველო ღვინის სამშობლო“ - ამ კონცეფციით არის წარმოდგენილი, ამბროლაურში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტო.

ამბროლაურის ახალ ბულვარში მოწყობილ საზეიმო სივრცეში ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალაა განთავსებული.

ბავშვებისთვის მოწყობილია შემეცნებით-გასართობი სივრცე. ადგილზე მისული სტუმრებისთვის ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები კონცერტს მართავენ. ღონისძიებაში რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებიდან ღვინის მარნები მონაწილეობენ.