26 მაი 2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გამოფენა გაიმართა.
წარმოდგენილი იყო კვიპროსში დაცული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მათ შორის პირველად გამოიფინა კიკოსის მონასტრის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატი - 1780 წელს, მეფე ერეკლე II-ის მიერ, კიკოსის ღვთისმშობლის ხატისთვის შეწირული მოოქროვილი მანდილი.
ასევე წარმოდგენილი იყო კვიპროსში აღმოჩენილი შუა საუკუნეების ქართული მონასტრების ამსახველი მასალები და არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი არტეფქატები.