26 მაი 2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მიზნით, დედაქალაქ ბრაზილიაში, საქართველოს დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა, ასევე - ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი.
კორეაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნამსანის ანძა, მდინარე ჰანის სებიტისა და გაბიტის ხელოვნურ კუნძულებზე განთავსებული ცნობილი არქიტექტურული კომპლექსები და ბანპოს ხიდის ცისარტყელას შადრევანი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში 24 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო დროშები იქნება აღმართული.
21 მაისს, ბულგარეთში საქართველოს საელჩოსა და სოფიის მერიის ორგანიზებით, სოფიაში თბილისის სახელობის სკვერის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.