ყურბან ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა ხულოში მოქმედ ყველა მეჩეთში ჩატარდა

27 მაი 2026

ყურბან ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა ხულოში მოქმედ ყველა მეჩეთში ჩატარდა. მუსლიმი მრევლი დილიდან, მზის ამოსვლისთანავე შეიკრიბა და საბაირამო ლოცვა აღავლინა.

ბაირამის დღესასწაულზე ერთად იკრიბებიან როგორც ადგილობრივები ასევე ხულოდან სხვადასხვა ქალაქში მიგრირებული მოქალაქეები, რათა მნიშვნელოვანი რელიგიური დღე ოჯახთან და ახლობლებთან ერთად აღნიშნონ. 

მეჩეთში შეკრებილმა მოქალაქეებმა ერთმანეთს ყურბან ბაირამი მიულოცეს და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ყურბან ბაირამი მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია, რომელიც თანადგომის, სიკეთისა და მოწყალების სიმბოლოდ მიიჩნევა.