27 მაი 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზაჰესის დასახლების მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული.
ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.