27 მაი 2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა. სამხედრო საგამოფენო სივრცეები იყო მოწყობილი იყო თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, მცხეთაში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ფოთში, სამტრედიაში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ახალციხეში, ახალქალაქში, მარნეულში, საჩხერში, სენაკში, მარტვილში, აბაში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საფრენმა აპარატებმაც გადაიფრინეს.
სადემონსტრაციო ფრენებში მონაწილეობა მიიღო 12-მა საფრენმა აპარატმა, მათ შორის: სატრანსპორტო მრავალფუნქციურმა შვეულმფრენმა UH-1H “იროკეზებმა”, საბრძოლო მოიერიშე შვეულმფრენებმა - MI-24 და საბრძოლო მოეიერიშე თვითმფრინავებმა - SU-25.