ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში თემატური ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

27 მაი 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში თემატური ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ბუხრაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა თემატური ბანაკების როლს, ახალგაზრდებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარების საკითხში.

ყვარლის ბანაკი 2026 წელს 12 ნაკადად ჩატარდება და 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.