27 მაი 2026
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩში „ბათუმმა“ საკუთარ მოედანზე თსუ 81:76 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. ბათუმელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 20 ქულით მირინ ტომასი იყო, 19 ქულა ჰქონდა დავით ლომიძეს, ხოლო 17 – აკაკი დვალიშვილს.
რაც შეეხება თსუ-ს, 20 ქულით საუკეთესო ალექსანდრე ფევაძე გახლდათ, მატჩი 16 ქულით დაასრულა ამერიკელმა ლეგიონერმა, მაკალეიმ. სერიის მეოთხე მატჩშიც 28 მაისს ბათუმში ჩატარდება.
თუ მასპინძლები გაიმარჯვებენ, ისტორიაში პირველად გახდებიან საქართველოს ჩემპიონები.