უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ფიჯის შემდეგ ჩილეც დაამარცხეს

27 მაი 2026

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრა ჩილეს ნაკრებთან გამართა და მეტოქე 59:26 დაამარცხა. პირველ ტაიმში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ სამხრეთამერიკელებს შვიდი ლელო დაუდეს, აქედან ხუთი გარდასახეს და ტაიმი 45:0 მოიგეს.

მატჩის მეორე ნახევარში ჩილელებმა ოთხი ლელოს დადება მოახერხეს და სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მატჩის ბოლოს უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ორჯერ შეძლეს მეტოქის დალელოვება, თავი გიორგი აღნიაშვილმა და დემეტრე დევდარიანმა გამოიჩინეს და საბოლოოდ ტურნირზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს.

საერთაშორისო სერიის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 მაისს მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან გამართავს.