აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

27 მაი 2026

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან, სადაც საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.

აზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტორები საქართველოს კულტურას, ფოლკლორს, კულინარიასა და ოთხივე სეზონზე გათვლილ ტურისტულ მიმართულებების სამი დღის განმავლობაში გაეცნობიან. განსაკუთრებული ინტერესს იწვევს ბათუმი, როგორც ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება, რომელიც  ზღვას, მთას, გასტრონომიას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და მდიდარ კულტურულ გარემოს აერთიანებს.

გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა სამუშაო შეხვედრები და პრეზენტაციები გამართა წამყვან ტურისტულ და მარკეტინგულ კომპანიებთან, ასევე მედიისა და ციფრული პლატფორმების წარმომადგენლებთან.