27 მაი 2026
პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, ამ ეტაპზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს.
„საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვე ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.