27 მაი 2026
ზუგდიდში, 1700-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა გრძელდება.
სამშენებლო პროცესს ადგილზე პრემიერ მინისტრი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გაეცნენ. მშენებლობის დასრულება 2027 წელს იგეგმება.
პროექტით გათვალისწინებულია 6 12 სართულიანი და 1 14 სართულიანი საცხოვრებელი შენობის მოწყობა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე კედლების ბლოკის შევსებისა და კორპუსის რბილი სახურავის მოწყობის სამუშაოები ზუგდიდის განსახლების პროგრამა, მშენებლობის დასრულების შემდეგ, გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.
1700-ზე მეტ დევნილ ოჯახს ზუგდიდში ბინები დასრულებული რემონტით მომავალ წელს გადაეცემათ.
დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსები, პარალელურად, ქვეყნის 4 ქალაქში შენდება.