27 მაი 2026
,,ექთნებისა და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეული 2026“-ის ფარგლებში, რეგიონული კონფერენცია გაიმართა, თემაზე - ,,პროფესიული აღიარებისა და განვითარების ეროვნული პლატფორმა“.
კონფერენციის მიზანი იყო რეგიონულ და ეროვნულ დონეზე საექთნო და სამეანო პროფესიის განვითარების მხარდაჭერა, ადამიანური რესურსების გაძლიერება და ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ტურისტულ და მაღალდატვირთულ რეგიონებში.
ღონისძიება ეფუძნებოდა International Council of Nurses (ICN), World Health Organization (WHO) და სხვა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ქმნის პლატფორმას, რომელიც აერთიანებს: საექთნო და სამეანო განათლებას და კლინიკურ პრაქტიკას, ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოლიტიკურ და სტრატეგიულ საკითხებს, რეგიონული საჭიროებების ანალიზს და გადაწყვეტის გზებს, ადამიანური კაპიტალის განვითარების თანამედროვე მიდგომებს.