27 მაი 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამს ულოცავს.
"ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს - სიკეთის, ურთიერთთანადგომისა და იმედის დღესასწაულს.
ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ძმური თანაცხოვრება, ერთმანეთის ტრადიციებისა და კულტურის პატივისცემა ის საგანძურია, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს და რაზეც ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავალი შენდება.
ვუერთდები საზეიმო განწყობას, რომელიც დღეს თქვენს ოჯახებშია და თითოეულ თქვენგანს მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას გისურვებთ", - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.