ადვოკატთა, მოსამართლეთა და პროკურორთა სამუშაო შეხვედრა

04 ივნ 2017

ბათუმში ადვოკატთა, მოსამართლეთა და პროკურორთა მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. პროექტის ორგანიზატორი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაა.  შეხვედრის  მიზანი სისხლის სამართალწარმოებაში არსებულ პრობლემებზე აზრთა გაცვლა-გაზიარებაა.

დღესვე  განიხილება აღმკვეთ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრას ძირითადად რეგიონში დასაქმებული ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები და სტუდენტები ესწრებიან.