თავს მოტყუებულად ვგრძნობ იმიტომ, რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი - მძღოლი ოპოზიციის აქციიდან

27 მაი 2026

რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის აქციაზე აპარატურის მიმტანი მძღოლი აცხადებს, რომ ის მოატყუეს და რეალურად არ იცოდა, თუ რა სახის ღონისძიებაზე მიდიოდა.

“თავს მოტყუებულად ვგრძნობ იმიტომ, რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი. მე ინფორმაცია მქონდა, რომ პატარა კონცერტივით უნდა ჩატარებულიყო და მუსიკები უნდა ყოფილიყო იქ - ვინც მესაუბრებოდა, სახელი შუშანა ერქვა”,- აცხადებს მძღოლი, რომელმაც ოპოზიციის აქციისთვის აპარატურა რუსთაველზე მიიტანა. 

აღნიშნულ კომენტარს ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.