28 მაი 2026
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, კლინიკა დატოვა - ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით პაციენტს „ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა და არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას“. ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა.
ცნობისთვის პაპუნა ლოცულაშვილი 353-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის მუქარით.
ფაქტი პოლიტიკური შეფასებების თემაა.