საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

28 მაი 2026

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა. 

საქართველოს პრეზიდენტმა მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ მოქალაქეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებისას გამოვლენილი თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.