28 მაი 2026
დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი ლენტეხში. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა 42 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი სოფელ ხელედში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დაასაწყობა, ხოლო შემდეგ ცდილობდა ტრანსპორტირებას.
საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შესაბამის საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნა.