28 მაი 2026
200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ უკვე მეცამეტედ ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა.
გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა.
კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ ონლაინ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები უნდა წარმოედგინათ.
კომკომის ორგანიზებით კონკურსი ცხრაჯერ სკოლის მოსწავლეებისთვის, ხოლო ოთხჯერ სტუდენტებისთვის ჩატარდა და 1300-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.