28 მაი 2026
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისშია და ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას კვლავ არასრული შემადგენლობით განაგრძობს. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, გუნდმა შეკრებაზე მეორე ვარჯიში „მიხეილ მესხი 2-ზე“ გაიმართა.
საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ნაკრებს საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდებიან.
ეროვნული ლიგის მატჩების შემდეგ ნაკრებს შეუერთდებიან დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი, გუნდთანა ერთად ვარჯიშობს ირაკლი ეგოიანი, რომელიც ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს. „ჯვაროსნები“ ზაფხულში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. 2 ივნისს რუმინეთს დაუპირისპირდებიან.
ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია ბოლო სანაკრებო მატჩს სწორედ ორში ჩაატარებს. 5 ივნისს კი ჩვენი მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.