„კრისტალ პალასის" მესამე ტიტული 12 თვეში

28 მაი 2026

ინგლისის „კრისტალ პალასმაკონფერენს ლიგის ფინალში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ბოლო ერთ წელიწადში მესამე ტიტული მოიგო.

ინგლისურ გუნდს მანამდე არაფერი ჰქონდა მოგებული, თუმცა ბოლო 12 თვეში ჯერ ინგლისის ასოციაციის თასზე გაიმარჯვა, შემდეგ მოიგო ინგლისის სუპერთასი და ბოლოს კონფერენს ლიგაც. ამ გამარჯვებით „კრისტალ პალასი“ მომდევნო წელს უკვე ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, მატჩის ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე მატეტამ გაიტანა.