28 მაი 2026
დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა გაიმართება. „ბათუმი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლებს.
ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში გაიმართა და თსუ-ს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ბუბა ბერიშვილის გუნდმა სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
მესამე, ბათუმურ მატჩში კი გაიმარჯვეს და ჩემპიონობას ერთი მოგებაღა აშორებთ.
თუკი დღეს ზღვისპირელები თსუ-ს დაამარცხებენ, საქართველოს ჩემპიონები ისტორიაში პირველად გახდებიან.