28 მაი 2026
30-31 მაისს თბილისში გაიმართება ტრადიციული, საერთაშორისო ტურნირი სპორტულ კარატეში „ოუფენ ჯორჯია“, რომელშიც 15 ქვეყნის მებრძოლები მიიღებენ მონაწილეობას. ასპარეზობა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის ჩატარდება.
აღნიშნული ტურნირი სპორტული კარატეს ევროპის ფედერაციამ უკვე შეიყვანა ოფიციალურ კალენდარში და საქართველო მას ყოველწლიურად უმასპინძლებს. ტურნირზე აჭარის ნაკრები 20 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
გარდა ამისა, აჭარა „ოუფენ ჯორჯიაზე“ ექვსი მსაჯით იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ამჟამად კვალიფიკაციის ასამაღლებელ გამოცდებს გადიან.