ძალადობის ფაქტი გორში - განცხადებები პლენარულ სხდომაზე

28 მაი 2026

გორში მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა პლენარულ სხდომაზეც. პარლამენტის თავმჯდომარის  განცხადებით, გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ექვსი პირი და სწორედ ეს არის აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი - შალვა პაპუაშვილმა ამ განცხადებით უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, სოფიო ხორგუანს, რომელმაც აღნიშნა, რომ იმედი ჰქონდა, შალვა პაპუაშვილი, პლენარულ სხდომაზე გამოსვლას გორში მომხდარი ფაქტის დაგმობით დაიწყებდა.

შალვა პაპუაშვილმა სოფიო ხორგუანს მიმართა, რომ მისი პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია, რომელიც სწორედ მოქალაქეებზე ძალადობის გამოა ბრალდებული, მიმალვაში იმყოფება.