აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი - პოლიტიკური შეფასებები

28 მაი 2026

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში შეხვედრებს აგრძელებენ. ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის დღეს ოპოზიციური ალიანსის წევრები შეხვდნენ. შეხვედრა უკვე გაიმართა პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.

დელეგაცია გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ასევე ყურადღება გამახვილდა ,,შუა დერეფანზე" და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე. ეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მეორე ვიზიტია თბილისში.