ლაითურის პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას და დაგეგმილ პროექტებს იუსტიციის მინისტრი გაეცნო

28 მაი 2026

ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტული მოედნები და კინოთეატრი აშენდება. დაგეგმილ ახალ პროექტებს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაეცნო. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით,  უახლოეს პერიოდში დაწესებულებაში კინოთეატრი, ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედნები მოეწყობა, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესს შეუწყობს ხელს და მათთვის დამატებით საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ შესაძლებლობებს შექმნის.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლაითურის პენიტენციური დაწესებულება მცირე ზომის, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა, სადაც ქალი და კაცი მსჯავრდებულები ერთ სივრცეში, ერთმანეთისგან იზოლირებულად, შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არიან განთავსებული.