სამუშაო შეხვედრა

28 მაი 2026

შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა.

უწყების ინფორმაციით, ლევან ხარაბაძემ სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებისგან საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. 

საგამოძიებო სამსახურის უფროსი ასევე ადგილზე გაეცნო დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და სამუშაო სივრცეების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს.