28 მაი 2026
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მებრძოლების დედებთან შეხვედრა გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და კერძო ბიზნესის ჩართულობით.
უწყების ინფორმაციით, სამინისტროს წარმომადგენლებმა 75 ოჯახს პირველადი მოხმარების პროდუქტების სასაჩუქრე კალათები გადასცეს.
ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ოჯახებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებასაც გაუწევს.