ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

28 მაი 2026

ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგოლის ქ. #15 ბ-ის ეზოში მდებარე სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა მიმდინარეობს - ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვლება და განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა ინვენტარი, შეიღებება რკინის კონსტრუქციები.