სპორტული მედიცინის კონფერენცია

28 მაი 2026

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია - „სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის” გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში კონფერენციის მხარდამჭერებმა და ოფიციალურმა პარტნიორებმა სპეციალიზებული გამოფენა გამართეს, რომელზეც მონაწილეები გაეცნენ სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ პროდუქტებს.

კონფერენცია აჭარის რეგიონში სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციისა და სპორტის მეცნიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროფესიულ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე სამედიცინო ცოდნის, კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.

ღონისძიება აერთიანებს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს, მეცნიერებსა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს, რაც ქმნის შესაძლებლობას საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოში სპორტული მედიცინის განვითარებისათვის.

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სპორტსმენის ჯანმრთელობის დაცვის, ტრავმების პრევენციის, რეაბილიტაციისა და სპორტული აქტივობის გაუმჯობესების მიმართულებით თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა.